ყიფშიძის ქუჩაზე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყიფშიძის ქუჩაზე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ბიძინა გეგიძე და გიორგი მუსხელიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ვაკის რაიონის გამგეობა ავრცელებს. 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩაზე სპორტული მოედნის და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გეგმის თანახმად, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, განახლდება ბილიკები, დაიგება რბილი საფარი, დამონტაჟდება ახალი საქანელები, სკამები, სანაგვე ურნები, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა სავარჯიშო ტრენაჟორების მოედანი.

გარდა ამისა, სკვერში დაირგვება ახალი ხეები და მცენარეები.

რაც შეეხება სპორტულ მოედანს, სტადიონზე უკვე გამოიცვალა ღობე, მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის, დამონტაჟდება კალათბურთის ახალი ფარები და ფეხბურთის კარი, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი.

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

6 წუთის წინ

"მირზა სუბელიანი სასამართლოში ვნახე და მომისამძიმრა. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, მე სახლში არ ვიყავი. ჩემი მეუღლე იყო. ბიბლია და ხატი გადმომცა საჩუქრად. მირზა სუბელიანის შვილის ა.ს. წინააღმდეგ არც ხულიგნობის მუხლით, არც...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167