ბრაზილიაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ვიდეო)

ბრაზილიაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ვიდეო)

ბრაზილიის უდიდეს ქალაქებში რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა. ვიდეოს Ruptly ავრცელებს.

აქციის მონაწილეები კორუფციული სკანდალის გამო, ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ტემერის გადადგომას მოითხოვდნენ. გამოცემა Globo-მ ბრაზილიის პრეზიდენტისა და ყოფილი პარლამენტის წევრის საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო ქრთამის აღებაზეა საუბარი. ვიდეოჩანაწერი შემდგომი მოკვლევის მიზნით ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაგზავნეს.

განაცხადი განსახილველად უკვე შეტანილია, თუმაც ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის. შეიქმნება თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, ეს ჯერჯერობით უცნობია. გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მიშელ ტემერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. მან კორუფციულ აქტში შესაძლო მონაწილეობის ფაქტი უარყო.

ტემერმა ასევე დაადასტურა, რომ მართლაც შეხვდა კომპანია JBS-ის მფლობელებს, თუმცა, მისი თქმით, შეხვედრაზე მოსყიდვის საკითხი არ განხილულა. წინა პრეზიდენტი დილმა რუსეფი მას შემდეგ გადადგა, რაც ნავთობკომპანია Petrobras-ის კორუფციასთან დაკავშირებით იგი სკანდალში გაეხვა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151