ვლადიმერ პუტინი 25 მაისს ფილიპინების პრეზიდენტს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი 25 მაისს ფილიპინების პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 25 მაისს თავის ფილიპინელ კოლეგა, როდრიგო დუტერტესთან მოლაპარაკებებს გამართავს,-ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

„25 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, რომელიც რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრას გამართავენ. დაგეგმილია, რომ მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ, როგორც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი და დუტერტე ერთობლივ განცხადებას მიიღებენ და ორმხრივ დოკუმენტებს ხელს მოაწერენ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფილიპინების პრეზიდენტი მაისში რუსეთში ვიზიტს გეგმავდა.

თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგორ მორგულოვმა განაცხადა, რომ დუტერტე რუსეთს 2017 წელს ეწვეოდა, მაგრამ ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151