სინჯიკაშვილი: სექსუალური უმცირესობის საცემად წასულები ასზე მეტ ღირსებააყრილ ქალს გაუვლით

სინჯიკაშვილი: სექსუალური უმცირესობის საცემად წასულები ასზე მეტ ღირსებააყრილ ქალს გაუვლით

აკა სინჯიკაშვილი 17 მაისის ამბებთან დაკავშირებით სოცილაურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"ვნახე და წავიკითხე ეს 17 მაისის ამბები და რაღაც მინდა ვთქვა.

ოჯახის სიწმინდე და ქალის ღირსება ყოველდღე ასჯერ მაინც ილახება ამ ქვეყანაში და ამას ის ფერადი დროშა ნაღდად არ შვრება. 

"პიდარასტების" საცემად წასულები, ასზე მეტ ღირსებააყრილ ქალს გაუვლით გვერდით. მიტოვებულ და დამცირებულ ცოლებს, დედებს, შვილებს, დებს და ბებიებს. ყველას რომ გაუჩერდეთ, ფული თუ არ გაქვთ, ტკბილი სიტყვა უთხრათ, გზაზე გადასვლაში მოეხმაროთ, წყალი მოუტანოთ, ფეხსაცმელი უშოვოთ; აღარც გექნებათ ძალადობისთვის დრო, ბავშვებს მაგალითს მისცემთ და ქვეყანა წინ წაიწევა. საქმე თუ ვერ იპოვოთ, მითხარით და მე მიგასწავლით. 

არადა ურტყით ერთმანეთს გიჟებივით მთელი დღე ქუჩაში, პარლამენტში, აქციებზე, ან იწუწუნეთ რომ ბანძი ქვეყანა ვართ .
ბანძი კი არა, მაგარი ქვეყანა ვიქნებით მალე. აი ნახავთ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193