ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი 19 ივნისს დაიწყება

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი 19 ივნისს დაიწყება

ლონდონსა და ბრიუსელს შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი 19 ივნისს, ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ დაიწყება,-ინფორმაციას The Guardian ევროკავშირის მხრიდან Brexit-ის მოლაპარაკების წარმომადგენელ, მიშელ ბარნიეს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთი დღით ადრე, ბრიტანული პრესა წერდა, რომ ბარნიემ მხარეებს პროცესის დაწყება „ივნისის შუა რიცხვებში“ შესთავაზა.

გეგმის თანახმად, მოლაპარაკებები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს გაიმართება.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა პარლამენტის შემადგენლობა დაშალა, რათა ბრიუსელთან მოლაპარაკებების დროს საპარლამენტო უმრავლესობა გააძლიეროს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ შესაძლოა მინიმუმ 45% დააგროვოს, თუმცა 2015 წლის პარტიამ ხმების 37% მიიღო.

მიმდინარე წლის 3 მაისს, დიდი ბრიტანეთის მინისტრმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში დევიდ დევისმა განაცხადა, რომ ლონდონი ევროკავშირიდან გამოსვლაში 100 მილიარდ ევროს არ გადაიხდის. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, Brexit-ის ღირებულებამ გადააჭარბა ადრე გაჟღერებულ 50-60 მილიარდ ევროს და 100 მილიარდ ევრომდე ავიდა.

თანხა შესაძლოა პოლონეთისა და საფრანგეთის მოთხოვნით გაიზარდოს. აგრეთვე, შესაძლოა პრეტენზიები გერმანიასაც გაუჩნდეს. აღნიშნული თანხა დიდი ბრიტანეთის 2016 წლის მშპ-ის 4%-ს შეადგენს.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212