მაიზერ ნანავა: დღეს ზუგდიდის განვითარებას, წინსვლასა და ეფექტიან მმართველობას დავუჭირეთ მხარი

მაიზერ ნანავა: დღეს ზუგდიდის განვითარებას, წინსვლასა და ეფექტიან მმართველობას დავუჭირეთ მხარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ზუგდიდის თვითმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკრებულომ დღეს ზუგდიდის სწრაფ განვითარებასა და წინსვლას მხარი დაუჭირა. 

"დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს ფრაგმენტალიზაციას. ეს ნიშნავს უფლებების გაზრდას. იზრდება მერიისა და საკრებულოს უფლებამოსილება. შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯერბი რაც არ გამოიწვევს საშტატო ერთეულების გაუქმებას. ეს ნიშნავს მხოლოდ წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებას. ჩვენ დღეს ზუგდიდის განვითარებას, წინსვლასა და ეფექტიან მმართველობას დავუჭირეთ მხარი," - განაცხადა ნანავამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საზოგადოებრივი აზრი გათვალისწინებული მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ თავად დადიოდა შეხვედრებზე და საზოგადოებისა და ხელისუფლების პოზიციები თანხვედრაში იყო.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

50 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212