მიმდიანრე წელს აჭარაში 32 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

მიმდიანრე წელს აჭარაში 32 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა სულიკო თებიძემ და მირიან ქათამაძემ კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებთან ერთად ქალაქ ბათუმის N14 და N28 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი სახურავი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ ფასადსა და სკოლის სპორტულ დარბაზს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მეფური“.

ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლაში პროექტის მიხედვით დასრულდა სახურავის, სააქტო დარბაზისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსის და სველი წერთილების მოწყობა. მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მარეთი 777“.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით ახორციელებს 32 ინფრასტრუქტურულ პროექტს. წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩადებული თანხების ზრდის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწესრიგებულია თუმცა პროგრამა გრძელდება.

2018 წლის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პირველად ვერსიაში განათლების მიმართულებით პრიორიტეტულად რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, შესაბამისად იზრდება პროგრამის ბიუჯეტი.

სამინისტროს მიზანია სკოლების რეაბილიტაციის/მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნას ყველა კომპონენტი, სასწავლო ოთახები, სპორტ დარბაზი, სასადილო, სააქტო დარბაზი. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

51 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212