მეორე არხის პირდაპირი ეთერით კონსტიტუციის განხილვა აღარ გადაიცემა

მეორე არხის პირდაპირი ეთერით კონსტიტუციის განხილვა აღარ გადაიცემა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირი ეთერით კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა აღარ გადაიცემა.

ეს ინფორმაცია "აიპრესს" მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, სავარაუდოდ ამის მიზეზი ტექნიკური საკითხებია, თუმცა კონკრეტული დეტალები მოგვიანებით ეცოდინება.

"სამწუხაროდ, კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა პირდაპირ ეთერში აღარ იქნება. რა არის ამის მიზეზი ამას ვერ გეტყვით. უფრო ალბათ ტექნიკური საკითხებია. ჩვენც ვკითხულობდით, ახალი ამბების განყოფილებასაც გვაინტერესებდა გავიდოდა თუ არა პირდაპირ ეთერში. ეს გადაწყვეტილება ზუსტად ჩვენც არ ვიცოდით. ეს ნიშნავს, რომ ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო და არა პოლიტიკური ნაწილის", - განაცხადა ია ანთაძემ. 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ფილარმონიაში გამართულ საკონსტიტუციო განხილვას, რომელსაც თან ექსცესებიც ახლდა და საბოლოდ განხილვა ჩაიშალა? ანთაძე პასუხობს, რომ ფილარმონიის განხილვა არაფერ შუაშია. 

"აქედან მიდოდა მთელი ტექნიკა იმისთვის, რომ სიგნალი აწეულიყო და მეორე არხზე გვქონოდა ეთერი. ახლა ზოგიერთ ქალაქში ორი განხილვა მიმდინარეობს. ეს ისეთ ტექნიკას მოითხოვს, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამასაც ისე ვხვდები, რომ ტექნიკური საკითხია. ეს თემა ადმინისტრაციასთან არ გამივლია", - განაცხადა ია ანთაძემ "აიპრესთან", რომელმაც დასძინა, რომ დეტალებს მოგვიანებით დააზუსტებს.

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

7 წუთის წინ

"მირზა სუბელიანი სასამართლოში ვნახე და მომისამძიმრა. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, მე სახლში არ ვიყავი. ჩემი მეუღლე იყო. ბიბლია და ხატი გადმომცა საჩუქრად. მირზა სუბელიანის შვილის ა.ს. წინააღმდეგ არც ხულიგნობის მუხლით, არც...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167