ბორჯომში საქართველოს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

ბორჯომში საქართველოს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

  • iRegions.Ge
  • 18 მაისი, 2017
  • 09:00
  • ადმინისტრატორი

18 მაისს, ეროვნული სამოსის დღე საქართველოში მეორედ აღინიშნება. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ აქტივობებს წელს ბორჯომიც შეუერთდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელების ორგანიზებით, 12:30 საათზე მოეწყობა კოსტუმირებული მსვლელობა. მასში მონაწილეობა ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ყველა მოქალაქეს შეეძლება.

13:00 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება მცირე წარმოდგენა. ცეკვის ანსამბლები შეკრებილებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს შეასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებსაც გასცდება. 18 მაისი ქართული სათვისტომოების მიერ აღინიშნება შემდეგ ქალაქებში: ლონდონში , ვაშინგტონში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.

ეს დღე ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ქართულ ნაციონალურ სამოსს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთად ვაქციოთ “ეროვნული სამოსის დღე” საქართველოს სავიზიტო ბარათად.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

18 ივნისი, 2018

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167