პატრიარქი ცოლს და ქმარს: არასდროს დაამციროთ ერთმანეთი შვილების, ან სხვათა წინაშე

პატრიარქი ცოლს და ქმარს: არასდროს დაამციროთ ერთმანეთი შვილების, ან სხვათა წინაშე

"უფალი ბრძანებს, ითხოვდეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, იღებდეთ და განგეღოთ თქვენ. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები",- ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბრძანა. 

"დღეს არის ოჯახის დღესასწაული. აღვავლენთ ლოცვებს, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი. მრაცალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელსაც ეწოდება "ბედნიერი ოჯახი" და წაკითხული იქნება ჩემი წინასიტყვაობა",- ბრძანა პატრიარქმა.

"ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება, ბევრი უსიამოვნება შეხვდეთ. ყოველთვის ეცადეთ, გაუგოთ ერთმანეთს. იყავით მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლე უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო. არასდროს დაამცირო იგი შვილებისა და სხვათა წინაშე, რომ თქვენ ერთმანეთთან მიმართებაში არ დაარღვიოთ გარკვეული ზღვარი და შვილებსაც პატივისცემა არ დაუკარგოთ. თქვენ გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რამე შეგეშალათ ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება ადამიანის დიდი ღირსებაა. არ შეუშინდეთ პრობლემებს. პირიქით, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ და ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ",- ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში. 

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

7 წუთის წინ

"მირზა სუბელიანი სასამართლოში ვნახე და მომისამძიმრა. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, მე სახლში არ ვიყავი. ჩემი მეუღლე იყო. ბიბლია და ხატი გადმომცა საჩუქრად. მირზა სუბელიანის შვილის ა.ს. წინააღმდეგ არც ხულიგნობის მუხლით, არც...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167