ილია მეორე: მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც, ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება

ილია მეორე: მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც, ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება

ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა.

„მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესი დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე ზედაპირული და ხორიცელ კავშირზე აგებული.  თუ ურთიერთობა მიწიერი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება რა თქმა უნდა მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გახდება.

სულიერი ურთიერთობა კი მტკიცეა და ხანიერი. მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც. თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს - პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი ისეთი ერთობაა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშვერულად გასცემ შენს სიკეთეს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე და შენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის „მეფობა“ და „დედოფლობა“ გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს“, - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

3 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237