პატრიარქი: ოჯახის თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს

პატრიარქი: ოჯახის თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს

ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა.

"ქრისტიანული ოჯახი სიყვარულისგან შეიქმნა. უსიყვარულოდ ეს კავშირი ვერ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება, საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლისიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახი, იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც. ლოცვა, რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად, ქალები უფრო გულმხურვალებით არიან, მაგრამ ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები. დიდი მნიშველობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ორივემ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვების 50-ე და 90-ე ფსალმუნი "იესოს ლოცვა", "მოწყალების კარი განგვიღე" და სხვა",- ბრძანა პატრიარქმა. 

თაკო ჩარკვიანი: ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო თაკო, შევარყიოთ ეს სისტემა

თაკო ჩარკვიანი: ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო თაკო, შევარყიოთ ეს სისტემა

24 წუთის წინ

"აბა როგორ შევარყვიოთ, ძვირფასო მეგობრებო?! თუ ერთი ინსტიტუცია მაინც არ მოხვდა ოპოზიციის ხელში და ამ ოპოზიციიდან და მე ამ ოპოზიციიდან ვამჯობინე შედარებით ტოლერანტული, განათლებული და პროფესიონალი, მე მაინტერესესბს, აი უმრავლესობა რომ თავის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072