ინგა შამილიშვილი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბის წევრებს შეხვდა

ინგა შამილიშვილი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბის წევრებს შეხვდა

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბის წევრებს შეხვდა.

კითხვის კლუბის ფარგლებში მინისტრმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილა გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებული ,,ნატვრის ხე". შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა იმსჯელეს ნაწარმოების შესახებ, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების გზასა და საზოგადოების როლზე ადამიანის პიროვნებად ფორმირების პროცესში. 


შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე ესწრებოდნენ.

კითხვის კლუბის მიზანს წარმოადგენს წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, თავისუფალი აზრის გამოხატვის ხელშეწყობა, წიგნის მოყვარულთა დაახლოება, კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა.აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

"National Geographic Traveler"-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

34 წუთის წინ

"ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212