კობახიძე: არის რესურსი იმისათვის, რომ  თვითმმართველობებს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაეზარდოთ

კობახიძე: არის რესურსი იმისათვის, რომ თვითმმართველობებს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაეზარდოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში თვითმმართველობებს ევროპულ სტანდარტებით შედარებით ორჯერ ნაკლები ბიუჯეტი აქვთ, თუმცა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობებისკენ უფრო მეტი რესურსი მიიმართოს და რამდენიჯერმა გაიზარდოს მათი ბიუჯეტი. 

"უნდა შედგეს სრულფასოვანი სტრატეგია დეცენტრალიზაციის, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა შესაბამის სამინისტროსთან და მასთან კონსულტაციით იწყება უკვე მუშაობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე. არის ძალიან დიდი რესურსი იმისათვის, რომ მეტი ფინანსები გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თუ სწორად დაიგეგმა შესაბამისი სტრატეგია და ამან შეიძლება გამოიწვიოს საშუალო ვადიან პერსპექტივაში რამდენჯერმე ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდა, თუ სწორად დაიგეგმა ეს პროცესი, ეს არის უპირობოდ გასაკეთებელი, რომ ჩვენ ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა მივიღოთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

1 საათის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186