ჯეიმს კომი: აშშ-ის პრეზიდენტს FBI-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება ნებისმიერი მიზეზით შეუძლია

ჯეიმს კომი: აშშ-ის პრეზიდენტს FBI-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება ნებისმიერი მიზეზით შეუძლია

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი, რომელიც 9 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უფლებაა FBI-ის ხელმძღვანელი ნებისმიერი მიზეზით დაითხოვოს,-ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ჯეიმს კომიმ საკუთარ კოლეგებს გამოსამშვიდობებელი წერილი მიწერა და გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტს შეუძლია გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ნებისმიერი მიზეზით ან უმიზეზოდ გაათავისუფლოს. არ ვაპირებ დრო დავხაჯო იმაზე კამათში, თუ რატომ მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება ", - წერს კომი თავის წერილში.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან რთული იქნება იმ ადამიანების დატოვება, რომელთანაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის დროს მუშაობდა.

9 მაისს, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

Reuters-ის ცნობით, ჯეიმს კომის თავისუფლების თაობაზე გამოძიების ფედერალრი ბიუროს თანამშრომლები ინფორმირებული არ იყვნენ.

როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნავს, გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი კანდიდატის ასარჩევად ძიება დაუყოვნებლივ დაიწყება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება აშშ-ის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსისა და მისი მოადგილის როდ როზენშტეინის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.

ბარაკ ობამამ 2013 წელს კომი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელად 10 წლის ვადით დანიშნა.

ჯეიმს კომი ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიებას აწარმოებდა, რაც უარყვეს თეთრ სახლსა და კრემლშიც. ამასთან, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგემ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონმაც დასდო მას ბრალი.

საქმე ეხებოდა არჩევნებამდე 10 დღით ადრე დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყებას ეხებოდა.

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237