კონდოლიზა რაისი ტრამპის პუტინთან მოლაპარაკებების დროს მთავარ კოზირს ასახელებს

კონდოლიზა რაისი ტრამპის პუტინთან მოლაპარაკებების დროს მთავარ კოზირს ასახელებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის მთავარი კოზირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას ამერიკის შეიარაღებული ძალები უნდა იყოს,-ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"აშშ-ის შეიარაღებული ძალები შემაკავებელი ინსტრუმენტია," - განაცხადა რაისმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ტრამპს "არა"-ს თქმის არ უნდა შეეშინდეს.

„ტრამპმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ "ცივი ომი“ დასრულდა, აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მოკავშირეები შეერთებულ შტატებს უნდა დაეყრდნონ და საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი მათ დაიცავს",- განაცხადა მან.

"სამხედრო ბიუჯეტის შესაძლებლობები მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ აშშ გარკვეულ რამეს არ შეეგუება", - დასძინა მან.

7 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ამერიკა შეერთებული შტატებთან დიალოგისთვის მზადაა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა დადებითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის რუსეთში და ვლადიმერ პუტინთან ამა წლის 2 მაისს გამართული სატელეფონო საუბარი.

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს სპარსეთის ყურის დაბლოკვით დაემუქრა

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს სპარსეთის ყურის დაბლოკვით დაემუქრა

15 საათის წინ

ჰასან როუჰანის თქმით, მისი სიტყვები არა გაფრთხილება, არამედ "რეალობაა". "თუ სპარსეთის ყურეში ნაოსნობა თავისუფალი და უსაფრთხო უნდა დარჩეს, ის ასეთი უნდა იყოს ყველასთვის", - განაცხადა ირანის ლიდერმა. დღეს, ევროპის კავშირის (ევროკავშირის)...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273