მეკლდეურობაში ირაკლი გელდიაშვილის მეომორიალური ტურნირი ტარდება

მეკლდეურობაში ირაკლი გელდიაშვილის მეომორიალური ტურნირი ტარდება

6-9 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზი ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს მასპინძლობს მეკლდეურობაში, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს უძლიერესი მეკლდეურები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ტურნიში მოწვეულნი არიან ასევე აზერბაიჯანის და თურქეთის გუნდები, სულ მემორიალურ ტურნირში 60-მდე სპორტსმენია ჩართული.

შეჯიბრება ტარდება 3 სახეობაში - სწრაფ და რთული ცოცვასა და ასევე ბოლდერინგში. მემორიალი იმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზატორები არიან მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია და თბილსიის მერიის სპორტის სამსახური. 

ტურნირის გამარჯვებულები სამჭიდის (სწრაფი, რთული, ბოლდერინგი) ჯამში გამოვლინდებიან, დასკვნითი ფინალები ბოლდერინგში 9 მაისს 12:00 საათზე დაიწყება, ასევე 9 მაისს გაიმართება გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება.

აღსანიშნავია, რომ მეკლდეურობა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ახალ სახეობად იქნება წარმოდგენილი. 

იხილეთ შედეგები სწრაფ და რთულ ცოცვაში

სწრაფი ცოცვა 
(გოგონები)

1. ნიცა თვაური (თბილისი)
2. სალომე მეშველიანი (თბილისი)
3. მარი ქურდიანი (თბილისი)

რთული ცოცვა
(გოგონები)

1. ნიცა თვაური (თბილისი)
2. სალომე მეშველიანი (თბილისი)
3. გეიკ სევდა (თურქეთი)

სწრაფი ცოცვა
(ვაჟები)

1. გიგა ჯანხოთელი (თბილისი)
2. გიორგი ჯაფარიძე (მესტია)
3. ალმაცგირ კვიციანი (თბილისი)

რთული ცოცვა 
(ვაჟები)

1. გუგა დაბრუნდაშვილი (თბილისი)
2. ალმაცგირ კვიციანი (თბილისი)
3. გიორგი გაბულდანი (თბილისი)

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

12 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172