ხათუნა გოგორიშვილი: ჩვენ გვყავს უზენაესის სამარცხვინო  და საკონსტიტუციოს უნიათო თავმჯდომარე

ხათუნა გოგორიშვილი: ჩვენ გვყავს უზენაესის სამარცხვინო და საკონსტიტუციოს უნიათო თავმჯდომარე

"ჩვენ გვყავს უზენაესი სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე, არაფრის მაქნისი და უნიათო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოგიწოდებთ, ახალი რეგულაციები, რომელიც ევა გოცირიძის მიერ არის ინიცირებული, შეგიძლიათ ჩემით დაიწყოთ და ჩემზე გამოიყენოთ", - ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

"რაც არ უნდა ბევრი ისაუბროს დღევანდელმა ხელისუფლებამ რეფორმების პირველ-მეორე ან მეთხუტმეტე ტალღაზე სასამართლო ხელისუფლებაში ფაქტი ფაქტად რჩება - "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხუთი წელი ეს არის საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს მოშლისა და დისკრედიტაციის ხუთი წელი.

დავიწყოთ საკონსტიტუციო სასამართლოდან, წინა მოწვევის პარლამენტში შუა ღამეს დაჩქარებული წესით მირებული კანონის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქმეთა უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიაში გადავიდეს პლენუმის განხილვის დაქვემდებარებაში და ამ ხნის განმავლობაში ორი თუ სამი სხდომა არის ჩატარებული მარტივი მიზეზის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ძირითად დროს ანდომებს მივლინებებში სიარულს და ხოლო როცა საქართველოშია, მაღალფასიანი ავტომობილების შერჩევით არის დაკავებული და უბრალოდ არ რჩება დრო სხდომებისა და საქმეების განხილვისთვის. დღევანდელი უზენაესი სასამართლო და მისი თავმჯდომარე, ქალბატონი გვენეტაძე არის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რაც კი ჰყოლია ოდესმე რომელიმე სასამართლოს საქართველოში.

დიახ, იმიტომ, რომ მისი ძირითადი საქმიანობა არის მუქარა კონკრეტულ მოსამართლეებზე, რათა მათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა და ის მხოლოდ ამით არის დაკავებული. ეხლა ახალი საქმეც გამოუჩნდა ვაჭრობა, ჟურნალისტებთან ფასებზე შეთანხმება. ის ფაქტი, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ ცხრა მოსამართლეთაგან, რომლებმაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა. მეორე საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩემთვის მიუღებელი იყო ის გამოსვლები, რომ თურმე ცენზურის დაწესებაზე უნდა ვიმსჯელოთ. ის, რომ ევა გოცირიძე ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც ,,გამორჩეულმა აქტივისტმა’’ პრესასთან მიმართებაში, ეს გასაგებია, მაგრამ გასაკვირია, როდესაც პარლამენტარები ცდილობენ ამას.

მინდა გამოვეხმაურო ინიციატივას, რომელიც ქალბატონ ევას აქვს და უმრავლესობის წევრებსაც მოგწონთ. მე დღეს გამოვიყენე რამდენიმე ეპითეტი სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით,’’ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

13 წუთის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172