ტაილანდის პრემიერმა აშშ-ში ვიზიტის თაობაზე დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო

ტაილანდის პრემიერმა აშშ-ში ვიზიტის თაობაზე დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო

ტაილანდის პრემიერმინისტრმა, პრაიუტ ჩან-ოჩამ აშშ-ში ვიზიტის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო და იგი საპასუხო ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაილანდის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ჩან-ოჩა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სატელეფონო საუბრისას მიიწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანია.

ამასთან, ჩან-ოჩამ დონალდ ტრამპი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობისთვის შეაქო. ამასთან, ტაილანდის პრემიერი ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

მანამდე, საინფორმაციო სააგენტო Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საფრთხის შესახებ სინგაპურისა და ტაილანდის პრემიერმინისტრებთან სატელეფონო საუბრისას იმსჯელა. Reuters- ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ტაილანდისა და სინგაპურის პრემიერმინისტრები ვაშინგტონში მიიწვია.

ერთი დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბირთვული გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, ფხენიანის საპასუხოდ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

7 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237