ხვალ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

ხვალ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

22 აპრილს, 10 :30 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობას სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 - მდე თანამშრომელთან ერთად, მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ. აქციას თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან.

მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის ადგილი: 10 :30 სთ; ლისის ტბის შესასვლელი

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

1 საათის წინ

დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდე"  დასკვნითი სხდომა გაიმართება. 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319