ზებედა რეხვიაშვილი მე-14 წამზე დამარცხდა

ზებედა რეხვიაშვილი მე-14 წამზე დამარცხდა

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც პოლონეთის დედაქალაქი მასპინძლობს, -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა, ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან მე-14 წამზე იპონით წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ევროპირველობის მეორე სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მედლის გარეშეა.

ევროპის ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღეს, დარჩენილ წონით კატეგორიებში, საქართველოდან შემდეგი ფალავნები გამოვლენ:

-90 კგ

 ბექა ღვინიაშვილი 

-100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ

ადამ ოქრუაშვილი

გურამ თუშიშვილი

+78 კგ

ელენე ქებაძე

ევროპის ჩემპიონატი, 23 ა პრილს, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

3 საათის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237