დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კარინ ფილკენსტონს (Karin Finkelston) და მის თანმხლებ პირებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას წევრ ქვეყნებში ახორციელებს, მათ შორის, საქართველოში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს.

MIGA-ს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს სააგენტოს მიერ რისკების დაზღვევის მიმართულებებსა და მექანიზმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადღეისოდ, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, ხელმისაწვდომია
MIGA-ს ყველა საგარანტიო პროდუქტი. ეს ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.

მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

17 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167