გიორგი ახვლედიანი: არასამთავრობო სექტორი მხარს უჭერს და "აპრავებს" ამ კონსტიტუციას

გიორგი ახვლედიანი: არასამთავრობო სექტორი მხარს უჭერს და "აპრავებს" ამ კონსტიტუციას

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი საკონსტიტუციო კომისიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ მიზნით, რომ არასამთავრობო სექტორმა შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ გარდამავალ თავში მათი შეთავაზება ჩადო. მისი განცხადებით, ამგვარად არასამთავრობო სექორი "აპრავებს" ამ კონსტიტუციას. 

"ქართულმა ოცნებამ" სხვა ვერაფერი მოიფიქრა და შესთავაზა არასამთავრობო სექტორს, რომლებიც ინიციატორები არი"ქართული ოცნება" დათანხმდა არასამთავრობო სექტორის ინციატივას, კონსტიტუციაში "ნატოში" გაწევრიანების ჩაწერას, რომელზეც თავიდან უარი უთხრა, მაგრამ ახლა გარდამავალ მუხლში ამ ჩანაწერის ჩადებას დათანხმდა იმ მიზნით, რომ მათაც არ დატოვონ ეს კომისია, მიიღონ ხვალ დაგეგმილ კენჭისყრაზე მონაწილეობა, რომ ამ მუხლს მაინც მისცენ ხმა. 

თქვენც ნახავთ, როგორ ისაუბრებს "ქართული ოცნება" იმასთან დაკავშიებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ მნიშვნელოვან პუნქტებს დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების კონტესტში. იტყვიან, რომ ჩვენ მარტო კი არ ვართ. არასამთავრობო სექტორი მხარს უჭერს და "აპრავებს" ამ კონსტიტუციას", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172