აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მოსწავლეებმა რეგიონში არსებული სკვერები, ბაღები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო რეგიონის მასშტაბით 229 საჯარო სკოლის მოსწავლემ, აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ბათუმის, ასევე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

დღეს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუერთდა და სკოლის მიმდებარე სკვერი დაასუფთავა.

დედამიწის დღე 1970 წლიდან აღნიშნება. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 175 ქვეყნის ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

25 წამის წინ

თეა გურგენიძემ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა. მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში მის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. გურგენიძის ადვოკატისთვის სკოლის დისციპლინური საბჭოს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172