ხობის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

20 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან ისაუბრა თემაზე - „დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები“,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

"ღონისძიების მსვლელობისას, ავტოსაგზაო შემთხვევების ამსახველი ვიდეორგოლის და ფოტომასალის ჩვენება მოეწყო.

პროკურორმა მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე ისაუბრა.

ღონისძიების მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გიორგი ჭიღვარია: ბაგრატის ტაძრის არასათანადო განათების გამო, დამატებითი სანათები დამონტაჟდა

გიორგი ჭიღვარია: ბაგრატის ტაძრის არასათანადო განათების გამო, დამატებითი სანათები დამონტაჟდა

12 საათის წინ

 სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. ამასთან მერიის ინიციატივით რამდენიმე ქუჩის გარეგანათების სამუშაოები მიმდინარეობს. "ბაგრატის ტაძარი არასათანადოთ იყო განათებული, რამდენიმე სანათი მწყობრიდან იყო გამოსული...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319