კვიპროსელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

კვიპროსელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ავიაკომპანია "Wizz Air"-ის მხარდაჭერით კვიპროსის პოპულარული ტელევიზიების, ბეჭდური მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ.

8 დღის განმავლობაში ინფო და პრესტურის 8 მონაწილემ თბილისის, მცხეთის, ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, სტეფანწმინდის, ყვარლისა და სიღნაღის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ჟურნალისტებმა და ტუროპერატორებმა მოინახულეს გელათი, მოწამეთა და პრომეთეს მღვიმე. კახეთში სტუმრობისას ეწივნენ მარნებს და დააგემოვნეს ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო. ტურის ფარგლებში გაეცნენ სამთო კურორტებს. ინფოტური კვიპროსში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით მოეწყო.

ინფოტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა კვიპროსში, ასევე მგზავრთა ნაკადის გაზრდა. ავიაკომპანია "Wizz Air"-მა ქუთაისიდან კვიპროსის ქალაქ ლარნაკის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

"აქსისპალასი საირმეზე" 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე!

"აქსისპალასი საირმეზე" 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე!

2 საათის წინ

საირმის ქუჩა N51-ში მდებარე "აქსიპალასი საირმეზე" გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით - ეს არის სახლი, რომელიც ერთდროულად გთავაზობთ ბინას საბურთალოს ცენტრშიდა ამავდროულად  საირმის გორის სუფთა ჰაერს, რაც დღევანდელი თბილისში მნიშვნელოვანი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172