"სუფთად ევროპისკენ"- დასუფთავების კვირეული იმერეთის რეგიონში

"სუფთად ევროპისკენ"- დასუფთავების კვირეული იმერეთის რეგიონში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

დასუფთავების მასშტაბური აქცია იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად მიიღო. აქციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები შეუერთდნენ.

იმერეთის რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ჯამში 5000 -მდე ადგილობრივმა მიიღო.

„სუფთად ევროპისკენ“-დასუფთავების აქცია იმერეთის რეგიონთან ერთად, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში გაიმართა.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

1 წუთის წინ

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167