სასამართლომ დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი ხ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში, ათი ხმით ორის წინააღმდეგ. სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

ბრალდებულ გიორგი ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, მსჯავრდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, შემდგომ კი მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით, დედას და მის მცირეწლოვან შვილს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. მან, კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

8 საათის წინ

უწყების ცნობით,  2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237