პრემიერმინისტრი კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერმინისტრი კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშაზადეს შეხვდა. მხარეებმა საქართველო–აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.  

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ქართული მხარის განმარტებით, 2014 წლიდან სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება რელიგიურ კონფესიებს, მათ შორის მუსლიმ თემს. დაიწყო სახელმწიფოსგან რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ალაჰ შუქურ ფაშაზადეს 65 წლის იუბილე მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126