ბორჯომში ენტრალურ გზაზე ორმოულების შეკეთება მიმდინარეობს

ბორჯომში ენტრალურ გზაზე ორმოულების შეკეთება მიმდინარეობს

  • iRegions.Ge
  • 21 აპრილი, 2017
  • 15:54
  • ადმინისტრატორი

ბორჯომში ცენტრალურ მაგისტრალზე ორმოულების შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზის ყველა დაზიანებულ მონაკვეთზეა გათვალისწინებული.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ამ ეტაპზე ორმოულების შეკეთება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 19-21-22-23კმ-ზე და ბორჯომი-ბაკურიანის გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს. 

მისივე განმარტებით, სამუშაოების დასრულება რამდენიმე დღეში მოხდება, რის შემდეგ გზების რეაბილიტაცია ლიკანის დასახლებაში ცენტრალურ გზაზე გაგრძელდება.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

ქუთაისში, პერფორმანსს

ქუთაისში, პერფორმანსს "ცისფერყანწელთა ქუთაისი" გიორგი ჭიღვარია და გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ

26 მაისი, 2018

პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პერფომანსით გაგრძელდა. სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახში“ თეატრალიზებული სანახაობა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237