საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ჩაძირული გემის ქართველი ბოცმანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ჩაძირული გემის ქართველი ბოცმანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში ჩაძირულ გემთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე არ უპოვიათ საქართველოს მოქალაქე. 

"2017 წლის 19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი - ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კონტაქტზეა როგორც უკრაინისა და რუსეთის ზღვაზე ძებნა გადარჩენის სამსახურებთან, ასევე დაკარგული ლაშა ქაჯაიას ოჯახთან.

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია. სამძებრო სამუშაოები გრძელდება შემთხვევის რაიონში მცურავი გემების მიერ. ცნობისთვის, ძებნა გადარჩენის ოპერაციიების შედეგად გადარჩენილია 1 ეკიპაჟის წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქე და ერთი რუსეთის მოქალაქე",-აღნიშნულია განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის  შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

19 წუთის წინ

  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დადგინდა, რომ  სამ შემთხვევაში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში,  ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში,  4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167