დიმიტრი ქუმსიშვილი "მუდისისა" და "სტანდარტდ ენდ ფუარსის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი "მუდისისა" და "სტანდარტდ ენდ ფუარსის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების, „მუდისის“ და „სტანდარდ ენდ ფუარსის“ ხელმძღვანელებთან.  

პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიური და ზრდადია.

კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით, ფულადი გზავნილების მოცულობა კი - 28 პროცენტით გაიზარდა. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც სრულად ემყარება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. აღნიშნული გეგმისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.

ასევე, აღინიშნა, რომ გეგმის ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.

ყურადღება გამახვილდა საპენსიო სქემის, კაპიტალის ბაზრის ამოქმედების, განათლების რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) სქემის კანონმდებლობის მიღებისა და სხვა მიმართულებით.

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172