"გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა

"გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

პარტიის ლიდერი „აიპრესთან“ საუბრისას განმარტავს, რომ რელიგიური ორგანიზაცია „გირჩის“ მსგავსად თავისუფლების იდეასაც ქადაგებს.

ამასთან „ბიბლიური თავისუფლება“ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადებაშიც ეხმარება.

„ეს არის ჩვეულებრივი რელიგიური ორგანიზაცია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მის დაფუძნებას, შესაბამისად მოხდა მისი დარეგისტრირება, რომლის სახელწოდებაც არის „ბიბლიური თავისუფლება“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისუფლების იდეას ქადაგებს. ეს სრულ თანხვედრაშია იმასთან, რისთვისაც იბრძვის „გირჩი“. ჩვენი პარტიის არსი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "აიპრესთან".

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341