შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა

შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა

შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საიუბილეო საღამო მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ღონისძიებას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სასულიერო პირები და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საიუბილეო თარიღი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობას გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სამრევლო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ.

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭის პროფესიონალურ დონეზე წარმოჩენა შეძლეს და სტუმრების წინაშე ემოციურად წარსდგნენ. ნაჩვენები იქნა ფილმი ეპარქიის ისტორიისა და შემოქმედის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს - იოსების მოღვაწეობის შესახებ.

საიუბილეო თარიღი ეპარქიის წარმომადგენლებს გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ზაზა ურუშაძემ მიულოცეს.

საიუბილეო საღამოზე ასევე, საფუძველი ჩაეყარა გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივას, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, შემოქმედის ეპარქიის დაარსების დღე ყოველწლიურად აღინიშნოს.

შემოქმედის ეპარქია 1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით ჩამოყალიბდა.

ეპარქია 150 ეკლესია- მონასტერს და 70 სასულიერო პირს აერთიანებს.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

2 წუთის წინ

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167