გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას სანქციებით ემუქრება

გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას სანქციებით ემუქრება

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების საკითხი მკაცრად დაგმო და ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების სურვილი გამოთქვა,-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ქმედებები "უხეში და პროვოკაციულია".

"უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნაბიჯები, რომელიც უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს არღვევს. მოვუწოდებთ ფხენიანს სრულად შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებს მიიღებს, მათ შორის, ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც განიხილება.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის "უკანონო" ქმედებები, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ სერიოზულ დაძაბულობას იწვევს.

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

14 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341