ნიკა მელია: პარტიის შიგნით თბილისის მერობაზე ჩემი კანდიდატურაც განიხილება

ნიკა მელია: პარტიის შიგნით თბილისის მერობაზე ჩემი კანდიდატურაც განიხილება

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" აცხადებს, რომ პარტიაში თბილისის მერობის კანდიდატურაზე წარსადგენად 2 ადამიანი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი თავად ნიკა მელიაა. მისივე განცხადებით, მერობის კანდიდატის წარდგენა დაახლოებით 2-3 კვირაში მოხდება. 

"ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება ჩვენი, განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი მიმდინარე ადგილობრივ არჩევნებზე. სულ რაღაც 2-3 კვირაში ჩვენ საჯაროდ გავხდით ცნობილს, წარდგენა გვექნება თბილისის მერობის ჩვენი კანდიდატის. არ დაგიმალავთ და ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხლება პოლიტიკური გაერთიანების შიგნით ვარ მე. ამ წუთისთვის განიხილება 2 კანდიდატურა. საბოლოოდ გადაწყვეტილი რომ იყოს დავასახელებდი", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

13 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341