ზურაბიშვილი: თურქეთმა უნდა გაიგოს, რომ უადგილო ჩარევები რუსულ სტრატეგიას ემსახურება

ზურაბიშვილი: თურქეთმა უნდა გაიგოს, რომ უადგილო ჩარევები რუსულ სტრატეგიას ემსახურება

"კიდევ კარგი დიდგორობაზე ჩემი - უარყოფითი - დამოკიდებულება ადრევე და საჯაროდ გამოვთქვი, სანამ თურქები "წუხილს" გამოთქვამდნენ და ეს თემა გახდებოდა საზოგადოებისთვის სიმტკიცის თუ პატრიოტიზმის საზომი",-ამის შესახებ მთაწმინდი მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა დიდგორობის უქმედ გამოცხადების საკითხთან დაკავირებით განაცხადა. 

"საპარლამენტო განხილვისას, გამოვთქვი აზრი, რომ ჩვენი გამარჯვება და სახელმწიფოს გაძლიერება ხელოვნურად გაცოცხლებულ თარიღებზე ნაკლებადაა დაკავშირებული და პირდაპირ კავშირში ჩვენ ეროვნულ თვითშეგნებასთან და ყოველდღიურ ძალისხმევაზე დამოკიდებული. ამას ელის ხალხი პარლამენტისგან და არა უქმე დღეების დანიშვნას წარსული საგმირონი დღეების აღსანიშნავად... რაც ისედაც ყოველ წელს აღინიშნება პარლამენტის დადგენილების გარეშე... მოკლედ მივხედოთ საქმეს და ქვეყანას და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ვინმემ ოდესმე ისურვოს ჩვენი რომელიმე გამარჯვების აღნიშვნა !

თურქეთმა კი უნდა გაიგონ რომ ასეთ უადგილო ჩარევებით მხოლოდ და მხოლოდ ძველ რუსულ სტრატეგიას - ანტი თურქული განწყობის გაღვივებას - ემსახურება და დღევანდელ ჩვენ ურთიეთობებს არ ეკადრება!",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

18 წუთის წინ

“დღეს პირველად გამოვკითხავთ შესაბამის პირებს, კონკრეტულად აქ საუბარია დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებზე. ჩვენთვის საინტერესოა მათი უშუალო ინფორმაცია, თუ რას ფლობენ, რა შეკითხვები აქვთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, ამ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167