მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ ლიუ ჰაოს ხელმძღვანელობით, ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილე დელეგაციის წევრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები, დაცული ტერიტორიების სისტემისა და წყლის რესურსების მართვის, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, არსებული რეგულაციებით დაინტერესდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის, შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა გამორთეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176