პაატა ხიზანაშვილი: სად წავალ, ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება

პაატა ხიზანაშვილი: სად წავალ, ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება

ქვემო ქართლის სახელმწიფო-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც მან „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანას სადაც გამოადგება იქ წავა, თუმცა კონკრეტულად რა თანამდებობას დაიკავებს ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

„თქვენ უნდა იცოდეთ ჩემი პიროვნება, რა გამოცდილება მაქვს და რა საკითხები ვიცი. ქვეყანას სადაც გამოვადგები იქ მივდივარ. შესაძლოა რიგით ჯარისკაცადაც წავიდე. იქ უფრო ვიქნები ეფექტური, ვიდრე ნებისმიერ სხვა სკამზე.

სად წავალ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება“, - განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

21 წუთის წინ

"ეს არის პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში -  უკრაინაში, შეიქმნება პირველი ანტიკორუფცული სასამართლო და ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლის რეალური ინსტიტუცია. კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. უმეტესობა  თანხმდება, რომ ეს არის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341