დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან 100 მილიონი დოლარის ჩარიცხვას ველოდებით

დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან 100 მილიონი დოლარის ჩარიცხვას ველოდებით

"ყველა რეფორმა, რომელთა განხორციელებასაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებდა, წარმატებით შესრულდა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ,-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის დროსაც საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ინვესტორებთან.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განვლილი პროგრამების შედეგები და ახლის ძირითადი მიმართულებები მსოფლიო ბანკის საბჭოს შეკრებაზე განიხილება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.

„მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ასევე, მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება მსოფლიო ბანკთან მუშაობის მომდევნო სამწლიანი პერიოდი.
 

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

17 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167