გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერმინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას, საუბრის დროს სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას.

"ხაზი გავუსვით 12 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჩატარებული არჩევნების, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია;

ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის - მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას;

მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის. 

წელს აღინიშნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ამ პერიოდში მიღწეული შედეგებით, მართლაც, შეგვიძლია ვიამაყოთ. 

დასაფასებელია, რომ უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ჩვენს უნგრელ მეგობრებს გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

2 წუთის წინ

“დღეს პირველად გამოვკითხავთ შესაბამის პირებს, კონკრეტულად აქ საუბარია დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებზე. ჩვენთვის საინტერესოა მათი უშუალო ინფორმაცია, თუ რას ფლობენ, რა შეკითხვები აქვთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, ამ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167