პეტრას ციხეზე  დედაენის დღისადმის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პეტრას ციხეზე დედაენის დღისადმის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით პეტრას ციხეზე დედაენის დღისადმის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერაში. კულტურის ცენრტრთან არსებული კლუბი „სიჭაბუკის“ წევრებმა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავის ინსცენირება წარმოადგინეს. ასევე, ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლემბა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.

კალიგრაფიის კონკურის შედეგად საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები, ხოლო ათ საუკეთესო მოსწავლეს „ვეფხისტყაონის“ პოემები გადაეცათ. 

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს წევრები და საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

5 წუთის წინ

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167