თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

8 საათის წინ

უწყების ცნობით,  2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237