საქართველოს ელჩი:ამ დროის მონაცემებით, პარიზში, დაშავებულთა შორის ჩვენი მოქალაქეები არ არიან

საქართველოს ელჩი:ამ დროის მონაცემებით, პარიზში, დაშავებულთა შორის ჩვენი მოქალაქეები არ არიან

საფრანგეთში, საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე დელონეს განცხადებით, ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული მონაცემებით, პარიზში, ელისეს მინდვრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

როგორც ელჩმა "აიპრესს" განუცხადა, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია პოლიციელი,  დაშავებულთა შორის კი კიდევ ერთი პოლიციელია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, პარიზის ცენტრში თავდასხმა მოხდა პოლიციელებზე. თaვდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერთი პოლიციელი, ერთიც მძიმე მდგომარეობაშია.

ფრანგული სააგენტოების ცნობით, თავდასხმაზე პასუხისიმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება და საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89"

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

15 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167