უკრაინის თავდაცვის უწყება: დონბასის ტერიტორიის სრულ განაღმვას 10-15 წელი დასჭირდება

უკრაინის თავდაცვის უწყება: დონბასის ტერიტორიის სრულ განაღმვას 10-15 წელი დასჭირდება

დონბასის ტერიტორიის ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან სრულ გაწმენდას დაახლოებით 10-15 წელი დასჭირდება,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, ფართობი დაახლოებით 700 ჰექტარია“,-ნათქვამია განცხადებაში.

განაღმივითი სამუშაოს საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელის სერგეი ზუბარევსკოვოს განცხადებით, ყველაზე სახიფათო ზონა საკონტაქტო ხაზთანაა. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მასალის ამოქმედების შედეგად 42 ბავშვი დაიღუპა და 109 დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განაღმვითი სამუშაოს დროს 3 ათას ჰექტარ ფართობზე დაახლოებით 150 ათასი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს და გაანადგურეს.

20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონბასში "რეალური მწვავე ომი"მიმდინარეობს და არა "გაყინული კონფლიქტი". 

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დონბასში სამხედრო კონფლიქტის შედეგად 69 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 420-ზე მეტი დაშავდა. "ეს არის გაყინული კონფლიქტი? ეს ნამდვილი ცხარე ომია ", - განაცხადა პოროშენკომ.

მან ასევე დასძინა, რომ "ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი რუსული ტანკი, 1,250 მეტი საარტილერიო სისტემა, 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სარაკეტო გაშვების სისტემაა" განლაგებული.

უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. პოროშენკომ საერთაშორისო საზოგადოებას ანტი-რუსული სანქციების მექანიზმის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ლიდერი სანქციების გამო "მაღალ ფასს" იხდის.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

15 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167