ალბანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კანდიდატების გარეშე ჩატარდა

ალბანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კანდიდატების გარეშე ჩატარდა

ალბანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კანდიდატების გარეშე ჩატარდა და 10-ე წუთზე დასრულდა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. არსებობს არჩევნების გამართვის ხუთი ტური: პირველი სამი ტურით სასურველი კანდიდატი დეპუტატთა ხმათა ორი მესამედით უნდა დამტკიცდეს. თუ პრეზიდენტს ამ ხნის განმავლობაში ვერ აირჩევენ, მას ხმათა უბრალოდ უმრავლესობით შეარჩევენ. თუმცა, იმის გამო, რომ ალბანეთის ოპოზიციური პარტიის წევრებმა ორი თვის წინ, ეროვნული კრების სათათბირო ოთახი დემონსტრაციულად დატოვეს არჩევნებში ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით შეგროვება ფიზიკურად შეუძლებელია.

კანდიდატებმა საკუთარი აზრი ვერ დააფიქსირეს. არჩევნების შემდეგი რაუნდი ხუთშაბათს, 27 აპრილსაა დაგეგმილი. ალბანეთში ამჟამად პოლიტიკური კრიზისია. დემოკრატიული პარტია ხელისუფლების გადადგომას და დროებითი მთავრობის შექმნას მოითხოვს. ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, იმ იმედით, რომ 8 ივნისს დაგეგმილი არჩევნები წარმატებით ჩატარდება.

აშშ-მ ირანის ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მ ირანის ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

1 საათის წინ

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განმარტებით, აღნიშნული პირები იემენში ჰუსიტებს ქალაქების დაბომბვასა და ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ეხმარებოდნენ. უწყების ინფორმაციით, ისინი ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319