პანკისიდან თუშეთისკენ მიმავალი სამანქანო გზის მშენებლობა,სავარაუდოდ,მომავალ წელს დაიწყება

პანკისიდან თუშეთისკენ მიმავალი სამანქანო გზის მშენებლობა,სავარაუდოდ,მომავალ წელს დაიწყება

როგორც "აიპრესთან" საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა აღნიშნა, ახმეტის მუნიციპალიტეტში ბაწარა-თუშეთის დამაკავშირებელი გზისა და პანკისიდან თუშეთისკენ მიმავალი სამანქანო გზის პროექტირება მიმდინარეობს, მისი ინფორმაციით პანკისიდან თუშეთამდე სამანქანო გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

"ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს მთავრობამ  სნო-ხევსურეთის დამაკავშირებელ გზის ტენდერთან ერთად ბაწარა-თუშეთის დამაკავშირებელ გზაზეც გამოაცხადა ტენდერი. გამარჯვებული გამოვლენილია და ეს საკითხი პროექტირების სტადიაზეა.  

მომავალში იგეგმება პანკისი-თუშეთის დამაკავშირებელი სამანქანო გზის მშენებლობა, რომელიც ტურიზმისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი.

მშენებლობაზე ვერაფერს გეტყვით, თუ არ ვცდები პროექტირებისთვის დრო ოქტომბრამდეა გამოყოფილი, რომ პროექტი დადონ და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მშენებლობა მომავალ წელს უნდა დაიწყოს."- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა.

თელავში, სოფელ ლეჩურში ახალგაზრდა მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

თელავში, სოფელ ლეჩურში ახალგაზრდა მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

1 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, მან თანასოფლელის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172