ცესკო-ს წევრები პენსიად ხელფასის მესამედის დანიშვნას ითხოვენ

ცესკო-ს წევრები პენსიად ხელფასის მესამედის დანიშვნას ითხოვენ

პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იწყებს მუშაობას, რომლის თანახმადაც ცენტრალუსი საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის მოხელეები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ. 

ცვლილება შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში. 

კანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს წევრის კომპენსაცია დაენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.

ცესკო-ს წევრის კომპენსაციის ოდენობა იქნება მოქმედი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის მესამედი. 

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს, მას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარია 560 ლარი. 

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151