"მოყვარულთა თასი 2017" - ის გათამაშება ოზურგეთიდან დაიწყო

"მოყვარულთა თასი 2017" - ის გათამაშება ოზურგეთიდან დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, „მოყვარულთა თასი 2017“ - ის გათამაშება დაიწყო და სტარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან აიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებული

„მოყვარულთა თასი 2017“  ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ სტადიონზე გაიხსნა, სადაც პირველი თამაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდებს შორის შედგა. მატჩი სოფელ კონჭკათის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონატის გახსნას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური საფეხბურთო სამოყვარულო ჩემპიონატი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

ჩემპიონატის მიზანია, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა, ქვეყანაში სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა, სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში.

ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 სოფლის საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალი 2 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გახლავთ.

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

37 წუთის წინ

მერიის ინფორმაციით სკოლის ეზოში განთავსებული მინი ბიბლიოთეკით (ე.წ. „წიგნის ბუდე“) სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლება და...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167