პროექტ "კარდაკარ საჭროებებზე" ფარგლებში აბასთუმანსა და ტყაიაში შეხვედრები გაიმართა

პროექტ "კარდაკარ საჭროებებზე" ფარგლებში აბასთუმანსა და ტყაიაში შეხვედრები გაიმართა

პროექტ „კარდაკარ საჭროებებზე“ ფარგლებში, თვითმმართველობის წარმომადგენლები აბასთუმანისა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებს შეხვდნენ და დასახლების საერთო კრებაზე დასახელებული პრიორიტეტული პროექტების მიმდინარეობა ადგილზე გააცნეს.

'ჩვენი მიზანია თითოეულ ოჯახში შესვლა და დასახლების საერთო კრებაზე დასახელებული პრიორიტეტული პროექტების მიმდინარეობის ადგილზე გაცნობა, ასევე მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების განსაზღვრა და პრობლემებზე დროული რეაგირება“ - განაცხადა ლაშა გოგიამ.

გამგებლის ინფორმაციით, აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე წელს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი განხორციელდება. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციიის მესამე ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 820 მეტრს, სიგანე კი 5,60 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 417 640 (ოთხას ჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცი ) ლარს შეადგენს.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. „კარდაკარ საჭიროებებზე“ - ეს ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტია. კვირაში ერთხელ, გამგებელი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს სოფლებში კარდაკარ ეცნობა.

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

5 წუთის წინ

როგორც "აიპრესს" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების თქმით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237